ახალი ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებისთვის
სასაზღვრო პოლიციას ახალი, ევროპული წარმოების შვეულმფრენი ჰყავს. საქართველოს რელიეფი სამაშველო ოპერაციებში დამატებით სირთულეს ქმნის, თუმცა „H145“-ს, სხვა უპირატესობებთან ერთად, მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრირების შესაძლებლობა აქვს. ფრანგულ მხარესთან შეთანხმების შესაბამისად, შსს კიდევ ორ ვერტმფრენს ზაფხულში მიიღებს.
