ჰუმანიტარული დახმარება
ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა გემმა ლარნაკის პორტი დატოვა. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, პირველი გემის ანკლავისკენ გამგზავრება იმედის მომცემია. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად ღაზის სექტორში კიდევ უფრო მეტი ჰუმანიტარული გემის გაგზავნაზე აქტიურად იმუშავებს. საზღვაო დერეფნით ანკლავისკენ გაგზავნილი პირველი ჰუმანიტარული ტვირთი 200 ტონა საკვებ პროდუქტს მოიცავს.
