შეტევა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე
ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში 100-მდე რაკეტა ისროლა. როგორც თავად დაჯგუფება იუწყება, დილით განხორციელებული შეტევის დროს სამიზნე ისრაელის 2 სამხედრო ბაზა იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ათობით რაკეტის განეიტრალება მოახერხა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
