ივანოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
რუსეთში, ივანოვოს ოლქში სამხედრო თვითმფინავმა კატასტროფა განიცადა. ალმოდებული თვითმფრინავის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური ვერსიით, „ილ-76“-ის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი აფრენისას გაუჩნდა, რაც კატასტროფის მიზეზი გახდა. ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ცნობებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.
