„პოლიტიკოს“ ინფორმაცია
„უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ივნისამდე არ დაიწყება“,- წერს „პოლიტიკო“. ევროკომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოდოკუმენტი, რომელიც ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს მოიცავს, წევრ სახელმწიფოებს დღეს უნდა შესთავაზოს. პოლიტიკოს ცნობით, 27 ევროპული ქვეყნის მიერ ტექსტის განხილვა და შეთანხმების მიღწევა, ევროპარლამენტის არჩევნებამდე, ანუ ივნისამდე არ იგეგმება.
