ჯანდაცვის ახალი მინისტრი
ჯანდაცვის ახალი მინისტრი თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი შეირჩა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი კრიტერიუმები კომპეტენცია და კეთილსინდისიერებაა. მიხეილ სარჯველაძე კონკრეტულ გეგმაზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს, თუმცა, მისი თქმით, ყველა გადაწყევტილება კონსულტაციებისა და შესაბამისი სფეროს წარმომადგენლების აქტიური მონაწილოებით მიიღება. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან ონკოპაციენტების აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
