იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურის ვიზიტი
საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფება. იტალიელ ადმირალს ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, იტალიის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის როლი აღნიშნა. ადმირალს თავდაცვის ძალების მეთაური მასპინძლობს. გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე, NATO-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ვიზიტის დასასრულს, იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.