ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. მხარეებმა ისაუბრეს 2 ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანელ კოლეგას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და განვითარდება.
