სასამართლოს დამორჩილების მცდელობა
სახელისუფლებო გუნდის პრინციპული პოზიცია ე.წ ვეტინგზე უცვლელია. „ვეტინგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს“,- ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომელიც ნონა წოწორიას და ზურაბ ადეიშვილს უკავშირდება. ირაკლი კობახიძემ 2004 წლის პროცესები გაიხსენა და თქვა, რომ ვეტინგის მსგავსი პროექტით წლების წინ აღამასრულებელმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა სრულად დაიმორჩილა. ვეტინგის ინიციატივა, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, რაც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის უხერხული და სასაცილოა.
