საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტში
ბუქარესტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტი გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციის წევრები სენატის თავმჯდომარეს შეხვდნენ. განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული მომავალი. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე. იმსჯელეს მნიშვნელოვან პროექტებზე მათ შორის შავი ზღვის კაბელზე.