პარლამენტის თავმჯდომარის სტატია
გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებს და პროცესს ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი კიევს ახსენებს, რომ უკრაინა უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებულ და მსჯავრდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს მფარველობს. პაპუაშვილი წლების განმავლობაში მათი საქმიანობის მძიმე შედეგებზე წერს. ორი ქვეყნის ურთიერთობებზე საუბრის პარალელურად, შალვა პაპუაშვილი ცალკე გამოყოფს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებს. საუბრობს ევროკავშირის 9 ნაბიჯზე და სვამს კონკრეტულ კითხვებს. მათ შორის, როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ დამნაშავე ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ქართველი ხალხი ელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების და კანონის უზენაესობის მიმართ.
