ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა
საქართველოს ხელისუფლება არც დავით არახამიასთან და არც სხვა უკრაინელ პოლიტიკოსთან პოლემიკის დაწყებას არ აპირებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინას და მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობას გაამყარებს და არა პირიქით. სასტიკ დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის მოთხოვნას, უკრაინიდან დავით არახამიამ უპასუხა და კონკრეტული პირობები წამოაყენა, მათ შორის არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. არახამიას ამ განცხადებას მმართველ გუნდში არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელებად მიიჩნევენ.
