ზურაბ ადეიშვილის ევროპულ ვიზიტებზე, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ზურაბ ადეიშვილის ევროპულ ვიზიტებზე, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩებს განემარტათ, რომ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნობილია გახმაურებულ საქმეებზე და მისი ევროპული ვიზიტები, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას.
