საკადრო ცვლილებები
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი გახდა, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კი, ნიკოლოზ ტყემალაძე. კიდევ ერთი ცვლილებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, გიორგი ქაჯაია დაინიშნა, ზურაბ აბაშიძე კი, პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.
