ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები საგარეო უწყებაში
ზურაბ ადეიშვილის შეხვედრებზე, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება. ელჩებს განემარტათ, რომ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნობილია გახმაურებულ საქმეებზე და მისი ევროპული ვიზიტები, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში, ასევე ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას.
