ნარკოდანაშაულისთვის 8 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 8 ადამიანი დააკავა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ფაქტებზე დაკავებულებს შორის ერთი ბელარუსის მოქალაქეა.
