მთავრობა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე
მთავრობამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება. ხელისუფლება გამოთქვამს ღრმა წუხილსა და შეშფოთებას იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის - საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს. საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს და როგორც განცხადებაში წერია, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
