ფესტივალი „გიზ-გიზი“ ბაკურიანში
ბაკურიანი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ მასპინძლობს. „გიზ-გიზის“ ფარგლებში იმართება ონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდები და დიჯეები ზრუნავენ. მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები. მიმდინარეობს თამაშები და გასართობი აქტივობები. ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა.
