რეფერენდუმი ირლანდიაში
ირლანდიის მოსახლეობამ ოჯახური ღირებულებების ამოღების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. რეფერენდუმის პირველი პუნქტი ოჯახის კონსტიტუციური დეფენიციის გაფართოებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ოჯახი აღრ ჩაითვლება ქორწინების კავშირზე დაფუძნებულ ცნებად, არამედ ისეთ კავშირად, რომელიც დაფუძნებულია მყარ ურთიერთიბებზე, მათ შორის ერთნაირსქესიან წყვილებშიც. მეორე პუნქტი ეხებოდა ქალის როლის ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ქალის სტატუსი ოჯახში გენდერულად ნეიტრალური იქნებოდა და თითოეული ოჯახის წევრი იზრუნებდა ერთმანეზე. ცვლილებებს მხარს უჭერდა როგორც მოქმედი მთავრობა, ისე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა.
