სპეცოპერაცია თურქეთში
თურქმა სამართალდამცველებმა ტერაქტების მზადების ბრალდებით 30-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს. ოპერაცია საქარიის პროვინციაში ჩატარდა. დაკავებულია 33 პირი, რომლებიც მინისტრის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებასთან თანამშრომლობდნენ. ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით თანხა.
