რუსეთის სარაკეტო თავდასხმა
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად დონეცკის, ხარკოვის, ოდესისა და ხერსონის ოლქები გახდა. სარაკეტო თავდასხმას დონეცკში 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ხარკოვში რუსებმა ქალაქ ბოგო დუხივის სამედიცინო დაწესებულება და ფერმა დაბომბეს. ინფრასტრუქტურულ ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა ოდესაშიც.
