ოპოზიციის სტრატეგია
მზადება აქციებისთვის და დესტრუქციისთვის- ოპოზიციის და მესამე სექტორის ნაწილის სტრატეგია გაშიფრულია. რადიკალები იმედებს დონორებზე ამყარებენ. ოპოზიცია ლგბტ ანტიპროპაგანდის წინააღმდეგ, კანონის საჭიროებაზე ისევ დუმილის რეჟიმშია სწორედ ისე, როგორც „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ წერილშია გაწერილი. „თბილისი პრაიდის“ მიმართვა დონორებისადმი, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „თბილისი პრაიდის“ წერილის მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, ისევე როგორც ეს შარშან, მარტის აქციების დროს მოხდა და ამერიკული კანონის ასლი საზოგადოებას რუსულ კანონად დაუხატეს.
