შონ ო'მალიმ თოფურია გამოიწვია
UFC-ის 299-ე შეხვედრაზე მთავარი ბრძოლა შონ ომალსა და მარლონ ვერას შორის გაიმართა. ამერიკელმა, ეკვადორელ მეტოქეს აჯობა და სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. ომალმა გამარჯვების შემდეგ ილია თოფურია გამოიწვია. ომალის მომდევნო ჩხუბში, მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება მოუწევს, თუმცა მისი კომენტარიდან ჩანს, რომ დვალიშვილთან შეხვედრამდე, მას თოფურიასთან ჩხუბი სურს.
