„პოლიტიკო“ ფრანგული არმიის წვრთნებზე წერს
„საფრანგეთის ჯარები ევროპაში მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის ემზადებიან“- ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფრანგული არმიის დანაყოფები სამხედრო წვრთნას ატარებენ აღმოსავლეთ საფრანგეთში განთავსებულ საბრძოლო მომზადების ცენტრში. „პოტენციური მტრის ვინაობა არ სახელდება, თუმცა აშკარაა, რომ სწავლება მიზნად ისახავს ჯარების მომზადებას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- წერს პოლიტიკო.
