„ტელეგრაფის“ სტატია
ევროპა NATO-დან შეერთებული შტატების გასვლისთვის უნდა მოემზადოს იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი“ წერს. გამოცემის ცნობით, ევროპის დიპლომატიურ წრეებში ფიქრობენ, რომ ალიანსიდან ამერიკის გასვლის შემთხვევაში ლიდერობა საკუთარ თავზე დიდმა ბრიტანეთმა და სხვა წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა აიღონ.
