საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირება
საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი იმართება. ზესტაფონის კოლეჯ „კონსტრუქტორში“ არსებულ საგამოცდო ცენტრში მიმდინარე ტესტირების პროცესს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი გაეცნო. საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა ტესტირება ქვეყნის მასშტაბით ჯამში 48 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
