ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფოთში, მალთაყვაში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ბაზის მშენებლობა სამინისტროს ინიციატივით 2023 წელს დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. ბაზა მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს.
