ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტი
პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თებერვლის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა თავისივე „პიტბულის“ ჯიშის ძაღლს სასტიკად აცემინა მეტისის ჯიშის ძაღლი, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
