ოპოზიციის სტრატეგია
სტრატეგია გაშიფრულია- ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმები გაცხადდა. რადიკალების მთავარი მიზანი ისევ არეულობაა. ოპოზიცია ტრადიციას არ არღვევს და ლგბტ ანტიპროპაგანდის წინააღმდეგ, კანონის საჭიროებაზე ისევ დუმილის რეჟიმს ინარჩუნებს, სწორედ ისე, როგორც „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ წერილშია გაწერილი. „თბილისი პრაიდის“ მიმართვა დონორებისადმი, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „თბილისი პრაიდის“ წერილის მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, ისევე როგორც ეს შარშან, მარტის აქციების დროს მოხდა და ამერიკული კანონის ასლი საზოგადოებას რუსულ კანონად დაუხატეს.
