პოლონელი ფერმერების პროტესტი
პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვრის ბლოკადის შეწყვეტას არ აპირებენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრემიერ ტუსკის შეხვედრა პოლონელი ფერმერების ლიდერებთან უშედეგოდ დასრულდა. პოლონეთის პრემიერმა ფერმერებს განუცხადა, რომ ეკოლოგიურ რეგულაციებთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, უკრაინასთან საზღვრის ჩაკეტვაზე, კი უარი თქვა.
