რომის პაპის განცხადება უკრაინაზე
„მხარე, რომელიც ომს აგებს, მოლაპარაკებას უნდა დათანხმდეს“,- ამის შესახებ რომის პაპმა შვეიცარიულ ტელერადიო კომპანია „არ ეს აისთან“ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპმა აღნიშნა, ომში დამარცხების აღიარება არა სირცხვილი, არამედ გამბედაობაა, რადგან სხვა შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.
