ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 9 მარტს, დღის განმავლობაში ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და ნოვო პავლივის მიმართულებებზე 43 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსებმა 3 სარაკეტო და 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე, ისე დასახლებულ პუნქტებზე.
