ტრაგედია თბილისში
ტრაგედია თბილისში- თემქაზე მშენებარე კორპუსის მეათე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ქრონიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
