ოპოზიციის სტრატეგია
რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაშიფრული სტრატეგია და სამზადისი არეულობისთვის. „ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული „თბილისი პრაიდის“ წერილი დონორებს, ისევ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ტრადიციას არ არღვევს და ლგბტ ანტიპროპაგანდის წინააღმდეგ, კანონის საჭიროებაზე ისევ დუმილის რეჟიმს ინარჩუნებს, სწორედ ისე, როგორც ჩვენ მიერ მოპოვებულ წერილშია გაწერილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „თბილისი პრაიდის“ წერილის მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა, ისევე როგორც ეს შარშან, მარტის აქციების დროს მოხდა და ამერიკული კანონის ასლი საზოგადოებას რუსულ კანონად დაუხატეს. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ეს წერილი ოპოზიციის ნაწილის და დესტრუქციული ჯგუფების თანამშრომლობის მორიგი დადასტურებაა.
