„ოსკარის“ 96-ე ცერემონია
კინოს მოყვარულთა მსოფლიო კლუბი წლის ყველაზე ამაღელვებელ ცერემონიალს ოსკარს ელის, სადაც კინო-იდუსტრიის თანამედროვე მეტრებმა წლის საუკეთესოები უნდა გამოავლინონ. ოსკარი უკვე მხოლოდ კინოს საზომი არ არის, ის უკვე გახდა ერთგავრი ეპითეტი ყველგან და ყველაფერში საუკეთესოს დასასახელებლად. მათ შორისაა მოდა, რომლის ტონებს და ერთგვარ ტენდენციებს წითელი ხალიჩიდან ვიგებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ კოსტიუმებზე, რომელსაც თავი ღონისძიების წინ ერთ სამუზეუმო სივრცეში მოუყარეს. ია შათირიშვილის რეპორტაჟით სწორედ ამ მუზეუმს დავათვალიერებთ, მაგრამ მანამდე კი გაცნობებთ, რომ ოსკარის შთამბეჭდავ ცერემონილას ტელეკომპანია „იმედი“ 12 მარტს, სამშაბათს, 23:30 საათზე შემოგთავაზებთ.
