ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან
პოლიტიკური არითმეტიკა ქართულ სინამდვილეში რომ ჭეშმარიტ და ზუსტ მათემატიკას არ ემთხვევა, ეს „ლელოს“ მაგალითზე უკვე ვისწავლეთ. საუბარია 1000-ლარიანი პენსიის არარეალურ და პოპულისტურ დაპირებაზე, რომელიც ლელოელების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების ხარჯზეც კი უნდა მოხდეს. ახლა საუბარი გვექნება, სხვა ტიპის გაანგარიშებაზე, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი უკვე ერთი კვირაა გვთავაზობს ფასების ხან 12-წლიანი შედარებით და ხან მეზობელ ქვეყნებში ადგილობრივი წარმოების ნაწარმზე დატოლებით სულ მცირე იმპორტის გათვალისწინების გარეშე. როგორც ამბობენ, ეს მიმართულება პიარსტრატეგ როზნერის შერჩეულია, თუმცა ეკონომისტები მისი გაცნობის შემდეგ აცხადებენ, რომ ამ იდეის ავტორის ეკონომიკური განსწავლულობა ხაბეიშვილის ცოდნისგან შორს არ უნდა იყოს. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ფასების შედარება კონტექსტის გარეშე, ისეთივე დილეტანტიზმია, როგორც ქირურგიაზე საუბარი, ანატომიის გარეშე. გიორგი აბაშიშვილი განგვიმარტავს, რატომ არის დილეტანტური პროვოცირება ფასებთან დაკავშირებული ბოლო კვირის კამპანია.
