ინტერვიუ გიორგი კალანდარიშვილთან
მიმდინარე კვირას პრეზიდენტმა ვეტოს უფლება კიდევ ერთხელ გამოიყენა და საარჩევნო კოდექსზე ცვლილებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებიც დაუბრუნა. პრეზიდენტი წუხს ყველა ცვლილებაზე: არ ეთანხმება ერთი-მეორედის იდეას, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კანდიდატების წარდგენის უფლებას და არც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური კვოტის გაუქმებას. თუმცა ამ უკანასკნელზე, თავად ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებშიც კი ირიბი აღიარებაა იმისა, რომ პარტიული ოპოზიციური თავმჯდომარე, თუნდაც მოვალეობის განმახორციელებელი, დემოკრატიულ პრინციპებთან სრულად შეუთავსებელია. უფრო კონკრეტულად, შენიშვნებში ვკითხულობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას, პრეზიდენტის შეთავაზებით, მისი უფლებამოსილება უნდა განხორციელოს, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილემ, რომელიც არჩეულია არაოპოზიციური პარტიების მიერ. მართალია ამით სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ ოპოზიციონერ თავმჯდომარეს ბუნებაში ვერც ერთ სისტემაში ვერ ვიპოვით, მაგრამ მისი კვოტა მაინც არ ეთმობა. ისევე როგორც ოპოზიციას, რომელიც ამ მოთხოვნას 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე აყენებს. ცოტა უცნაურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას ეყრდობა, რადგან ის ერთადერთი პარტიაა, რომელმაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. სალომე ზურაბიშვილი ყველა შენიშვნას 2 მოტივით ხსნის: პირველი - ცესკოს სანდოობის პრობლემით, თუმცა არ მოჰყავს არგუმენტები, რის საფუძველზე ჩნდება ეს უნდობლობა. და მეორე, რითაც პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებისას იხელმძღვანელა, ეს დასავლელი პარტნიორების მიერ ნახსენები კონსესუსია და არც აქ განუმარტავს, რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ეს კონსესუსი არ დგება? რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკურ კონსესუსს, ის მარტივი საქმე სულაც არ არის და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს ევროპული დემოკრატია ნადვილად ყველაზე კარგად იცნობს. ამიტომაც ხელისუფლება ითხოვს, ნუ მოსთხოვენ პარტნიორები ქართულ დემოკრატიას, როგორც იტყვიან, რომის პაპაზე მეტ კათოლიკობას. ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი „ქრონიკაში“ განმარტავს რატომ არის უსაფუძვლო ბრალდებები ადმინისტრაციის ნდობის მიმართ?
