ინტერვიუ მარიამ ლაშხთან
შეიძლება ეს დეტალები არ იციან ევროსტრუქტურებში, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე ფაქტები ახსოვთ და არ ავიწყდებათ საქართველოში, მათ შორის გამამტყუნებელი განაჩენების მასშტაბური რიცხვი, 99%-ზე მეტი, რომელიც ადეიშვილის სასამრთლოს ცუდ სამარკო ნიშნად იქცა. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თუნდაც ამ აღიარებების შემდეგ, მსჯავრდებული ყოფილი იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულებაზე აზრის გასაზიარებლად საერთაშორისო ასპარეზზეც გადის და მეტიც. სხვა ქვეყნების სასამართლო რეფორმებშიც აქტიურად ერთვება. რა თქმა უნდა, ყველას თავისი არჩევანი აქვს და მათ შორის საქართველოსაც, რომელსაც სრულიად ბუნებრივია ადეიშვილის რეფორმების გაგონებაც არ სურს, რადგან საქართველოში ადეიშვილის რეფორმა მართლმსაჯულების სახელით მართლმსაჯურების ხარაკირს უდრის. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი საუბრობს.
