„ვეტინგის“ სისტემა
ვეტინგის თემაზე უკვე ბევრიც ვისაუბრეთ და ყველა დეტალიც გავარკვიეთ, მაგრამ ოპოზიცია ამ საკითხს მაინც ებღაუჭება და 9 პრიორიტეტის შესრულების ერთ-ერთ წინაპირობად ასახელებს, მიუხედევად იმისა, რომ ვენეციის რეკომენდაცია ამ სისტემას არც ითხოვს და არც თავად აღფრთოვანებას გამოხატავს. თანაც ოპოზიციას ამ სისტემის გასამყარებლად სხვა კანდიდატი ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვის მაგალითებიც მოჰყავს, სადაც ვეტინგის განმახორციელებელებს შორის ზურაბ ადეიშვილიც თამამად მონაწილეობს. ეს უკვე ნაცნობი თემაა, მაგრამ მიმდინარე კვირას სცენაზე ადეიშვილის გამოჩენამ ბუნდესტაგსა და ევროსტრუქტურის კაბინეტებში, თემა კვლავ გააქტიურა. ყოფილი გენპროკურორი და იუსტიციის მინისტრი ქართული მართლმსაჯულების მიერ არაერთ საქმეზე მსჯავრდებულია.საუბარია სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე და ამ რეფორმაში ზურაბ ადეიშვილის ფაქტორზე. მოკლედ რომ ავხსნათ, ადეიშვილის სასამართლო სისტემა, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, ასე გამოიყურებოდა: ყოველგვარი დამოუკიდებლობისგან გამოშიგნული ინსტიტუცია, რომელიც არა ადამიანების სამართლიანობის მოპოვებაზე, არამედ პროკურატურის დავალებებსა და მორჩილებაზე იყო ორიენტირებული. ეს სუბიექტური შეფასება არ არის, ეს არის იმ ინტერვიუსა თუ აღიარების მოკლე შინაარსი, რომელიც არქივში 2019 წლის თარიღით ინახება. ინტერვიუ სისტემის შემოქმედსა და თანამონაწილეს შორისაა და მისი გახსენება ნამდვილად ღირს.
