ძებნილი ადეიშვილი ბუნდესტაგში და ევროკომისიაში
„არაფერი ისე არ ზრდის წუხილს და შეშფოთებას ჩვენი პარტნიორების მიმართ, როგორც ქართველებისთვის კარგად ნაცნობი და ქართული კანონმდებლობით მსჯავრდებული პირების ოფიციალურ სტრუქტურებში მასპინძლობა“- ასეთი კომენტარით მმართველი ძალის ლიდერები კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკავშირის სტრუქტურებში ვიზიტებს, რომლის ფოტო- და ვიდეომასალები მიმდინარე კვირას საჯაროდ გავრცელდა.
