„ქართული ოცნება“ პარტიულ აქტივს შეხვდა
აჭარის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღმასრულებელ მდივანთან და სხვა ლიდერებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთს ესტუმრა. წინასაარჩევნო პერიოდი მალე აქტიურ ფაზაში შევა და შესაბამისად, მმართველი ძალა პარტიულ აქტივთან შეხვედრებს მართავს. სწორედ საარჩევნო სამზადისი იყო საუბრის მთავარი თემა, მთავარი გზავნილი კი - არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებასა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ეხებოდა.
