ოპოზიციის სტრატეგია - „ქრონიკის“ ექსკლუზივი
კითხვა: რატომ სდუმს ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ თემაზე, „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული წერილის შემდეგ, შეიძლება ითქვას პასუხგაცემულია. საუბარია ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ შექმნილ ერთგვარ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საგზაო რუკა უნდა გახდეს, როგორც ოპოზიციისთვის, ისე სამოქალაქო სექტორისთვის. პოლიტიკოსების აღიარების გარეშეც, ჯერჯერობით ჩანს, რომ ოპოზიცია ამ გეგმაში ყველა პარამეტრით ჯდება. გარდა დუმილისა, „თბილისი პრაიდის“ წერილიდან ვიგებთ, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები მას შემდეგ, რაც პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი შემუშავდება. აქ სცენარი ნაცნობია და ის ზუსტად შარშანდელი მოვლენების გამეორებას გულისხმობს, მათ შორის რუსული აქცენტების შემოტანით. წერილის ადრესატი საერთაშორისო დონორები არიან, რომლისთვისაც „თბილისი პრაიდს“ ასევე არაერთი რეკომენდაცია აქვს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
