Adobe-ის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი
IT აკადემია „სტეპისის“ ორგანიზებით, საქართველოში Adobe-ის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი, რეგიონული ჩემპიონატი გაიმართება. Adobe-ის სერთიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, ამერიკაში ამჯერად კალიფორნიაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდა დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
