აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა
შეერთებული შტატების სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა, რითიც შტატებმა ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა. დოკუმენტს 75-მა კანონმდებელმა 22-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. 467 მილიარდ 5 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების პაკეტი მთავრობის რამდენიმე პროგრამას, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკასა 30 სექტემბრამდე დააფინანსებს. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნა
