ოპოზიციის სტრატეგია - „ქრონიკის“ ექსკლუზივი
„ქრონიკის ექსკლუზივი“ - ჩვენ მოვიპოვეთ ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიყვებიან და რასაც თბილისი პრაიდი დონორებთან ათანხმებს. ირკვევა, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი ამ დრომდე ელოდებიან მითითებებს, რომელსაც თბილისი პრაიდი გეგმავს, მანამდე, კი თემაზე საუბარს გაურბიან. წერილით დასტურდება, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში არეულობა და აქციების დაგეგმვაა. ამავე წერილში საუბარია, რომ საპროტესტო მუხტის აწევა არა საკითხზე, რომელიც ლგბტ პროპაგანდას ეხება, არამედ, ადამიანის უფლებებზე და ევროპულ მომავალზე უნდა დაიწყონ. ამ თემებს თავად წერენ, რომ ხელოვნურად წამოწევენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან. წერილით დასტურდება ისიც, რომ სწორედ ასეთი მეთოდებით დაიგეგმა გასულ წელს მარტის აქციები
