კულტურული ღონისძიება
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სცენაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით თბილისის სკოლების დირექტორებისა და პედაგოგებისთვის ჩატარდა ღონისძიება. ღონისძიების შემდეგ გაიმართა სპექტაკლი, სახელწოდებით „წმინდა გრიგოლ ფერაძე". საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით წარმოდგენა უკვე ჩატარდა 250-ზე მეტ სკოლაში. პროექტი მიზნად ისახავს ხელოვნების დახმარებით საზოგადოებაში ეკლესიის მთავარი სათქმელის გადმოცემას
