„ქართული ოცნება“ პარტიულ აქტივს შეხვდება
დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდებიან. შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა
