ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ღაზის სექტორის მოსახლეობის დასახმარებლად, საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა გაიხსნას. ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთი კვიპროსზე, ლარნაკის პორტში შეგროვდება და ანკლავში ზღვით შევა.
