ზურაბიშვილის ვეტო და შეტევა ცესკოზე
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მოტივირებული შენიშვნებით - გაუმართავი და არათანმიმდევრულია - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს მიზანია ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და ცესკო იყოს არაობიექტური.
