სასამართლოს დამორჩილების მცდელობა
ე. წ. ვეტინგის სისტემა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაა, ოპოზიციის ნაწილსაც არ მოსწონს. ვეტინგის საკუთარი მოდელი აქვს “ლელოს”. ვეტინგზე პრინციპულ უარს ამბობს მმართველი გუნდი, მათი თქმით, ეს არის არა მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება, არამედ მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების და სასამართლო სისტემის დამორჩილების მცდელობა.
